Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ძიძიგური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპაციალობით 1977 წელს. 1977-1980წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტი"-ს ქ. სოხუმის ფილიალში უფროს არქიტექტორად; 1981-1992წწ. საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლსახპროექტი"-ს ქ. სოხუმის ფილიალში ჯგუფის ხელმძრვანელად, მთავარ სპეციალისტად; 1993-2009წწ. ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას; 2010 წლიდან მუშაობს შპს "მონოლითი"ს არქიტექტორად; მისი უშუალო მანაწილეობითა და ავტორობით დამუშავებულია არაერთი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტი; მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ კონკურსში "ქ. სოხუმის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა"- პირველი პრემია და საკავშირო კონკურსში "პროფილაქტორიუმი - პოლიკლინიკა ქ. სოხუმში" წამახალისებელი პრემია; დამუშავებული აქვს პოსტერი და ემბლემა საერთაშორისო საიუბილეო კონფერენციისატყვის "საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის სახელმწიფო და სამეურნეო რეგულირება აწმყოსა და მომავალში (1994)"; გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური სტატია "ნოოპოლისის იდეის შესახებ" - ქალაქგეგმარებითი იდეა (თბილისი, 1998წ. ინფორმცენტრი "ეკო - XXI საუკუნე" საინფორმაციო ბიულეტენი №45). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 300 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |