The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ძნელაძე

ნუგზარ ძნელაძე
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭარნალი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა ქ. ბათუმის ნ. კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1985 წელს; ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული ფაკულტეტის სრული კურსი და მიენიჭა მხატვარ-არქიტექტორის კვალიფიკაცია 1993 წელს.

1994-1997წწ. მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონული საბჭოს აღმასკომის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1997-2005წწ. იყო ხელვაჩაურის რაისაბჭოს აღმასკომის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილების უფროსი, რაიონის მთავარი არქიტექტორი; 2005-2011წწ. მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსად; 2011 წლიდან მუშაობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად; 2010 წელს მონაწილეობდა სასწავლო ტრეინინგში ნიდერლანდების სამეფოში თემაზე "სივრცითი მოწყობის საკითხები"; 2019 წელს გაიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ორგანიზებული ტრეინინგი და მიენიჭა "დარგის ტრენერი"-ს კვალიფიკაცია; 2019 წელს გაიარა UNDP-ს მიერ ორგანიზებული ტრეინინგი ჩეხეთსა და ავსტრიაში თემაზე: "დაცული ლანდშაფტის მართვა" და მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგში თემაზე "ვაშენოთ ბუნებასთან ერთად"; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთო ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავებაში; მის მიერ არის დამუშავებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლების განვითარების გეგმა-კონცეფციები; მონაწილეობდა აჭარის სივრცითი მოწყობის სქემისა და აჭარის მუნიციპალიტეტების სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებაში, ქ. ქობულეთის მიწათ სარგებლობის გენერალური გეგმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის "ჩაქვი-ციხისძირის" ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი აჭარის რეგიონში საინჟინრო-კომუნალური ქსელების განვითარების წინადადების შემუშავებისა და განხორციელების მართვის საქმეში; არის არაერთი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის არქიტექტურული პროექტის ავტორი; მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 302


გააზიარე: