შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ბულისკირია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: გალის რაიონი. დაამთავრა საქართელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1967 წელს. 1967-1969წწ. მუშაობადა ფიზიკის ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში; 1969-1992წწ. საქართველოს ენერგოსისტემის აფხაზეთის ელექტრულ ქსელებში ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1993-2005წწ. თბილისში დისლოცირებული დეპარტამენტის "საქენერგოს" აფხაზეთის ქსელების დირექტორი; 2005-2009წწ. აფხაზეთის ქსელების მენეჯერი. მონაწილეობა აქვს მიღებული სოფლების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსების, ჩაის პლანტაციების, საკურორტო ზონების ელექტროფიკაციის საქმეში. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა კოდორის ხეობის სრული ელექტროფიცირება. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 53-54
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |