The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ წიკლაური

ოთარ წიკლაური
Date of birth:27 March, 1954  (71 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი, არქიტექტურის სპაციალობით 1976 წელს.

1976-1988წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვსახპროექტ"-ში არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1989-1990წწ. იყო კოოპერატივ "მცხეთა"-ს პროექტის მთავარი არქიტექტორი; 1990-1995წწ. კოოპერატივ "ივერია 90"-ის მთავარ არქიტექტორი; 1996-2000წწ. შპს "აგროინდუსტრიის" პროექტის მთავარი არქიტექტორი; 2000-2004წწ. შპს "არქიტრიო"-ს პროექტის მთავარი არქიტექტორი; 2004 წლიდან არის შპს "არქტური"-ს დამფუძნებელი და დირექტორი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა და აშენებულია არაერთი საცხოვრებელი სახლი, სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი; მათ შორის: სასმელ "პეპსი კოლას" ჩამოსასხმელი ქარხანა სოფ. ბაბუშერაში გულრიფშის რაიონი, ძმრის ჩამოსასხმელი ქარხანა ქ. თბილისში, მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხნები "ვაჟას წყარო" სოფელ ჩარგალში; "მიტარბი" სოფ. ჟინვალში და "ბაგიათი" ქ. ცხინვალში; პურის ქარხანა და ხორბლის გადამამუშავებელი და მაკარონის მწარმოებელი ქარხანა ქ. თბილისში, სპირტის ქარხანა ქ. ფოთში; მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები გორგასლისა და ს. ჩიქოვანის ქუჩებზე ქ. თბილისში, "აქვაპარკი" ბავშვთა ქალაქ "მზიურში" და სასტუმრო 140 ადგილზე ქ. თბილისში, ასევე მრავალფუნქციური კომპლექსი თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 304-305


Share: