The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ბურჯანაძე

ოთარ ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1918
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1974  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვახჭირი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1937 წელს; რკინიგზის ტრანსპორტის თბილისის ინჟინერთა ინსტიტუტი 1942 წელს.

მუშაობდა ხაშურის ენერგომომარაგების უბანში ელექტრომექანიკოსად; 1942-1946წწ. თბილისის ელექტროტექნიკური ქარხანა, უფროსი ინჟინერი; 1946-1951წწ. თბილისის ენერგომომარაგების უბნის ტექნიკური განყოფილების ინჟინერი, უფროსი ინჟინერი; 1951-1954წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტროფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის საგზაო ლაბორატორიის საამქროს უფროსი; 1954-1955წწ. სამტრედიის ენერგომომარაგების უბნის უფროსი; 1955-1956წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტროფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის საგზაო ლაბორატორიის უფროსი; 1956 წელს ხაშური ენერგომომარაგების უბნის უფროსი; 1956-1958წწ. თბილისის ელექტრომომარაგების უბნის უფროსის მოადგილე; 1958-1967წწ. თბილისის ელექტრომომარაგების უბნის უფროსი; 1967-1974წწ. ელექტროფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის უფროსი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 55

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

გააზიარე: