The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ბურდული

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1976  (49 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1998 წელს.

მუშაობა დაიწყო "საქტრანსგაზმრეწვის" ქვეშეთის სახაზო-საექსპლუატაციო სამმართველოს მექანიკოსად. საქართველოს გაზის კომპანიის დაფუძნების დღიდან ინიშნება "საქართველოს გაზის ტრანსპორტის კომპანიის" ქვეშეთის სახაზო-საექსპლუატაციო ფილიალის დირექტორად; 2007 წელს გადაყვანილ იქნა "საქართველოს გაზის ტრანსპორტის კომპანიის" საგურამოს სახაზო-საექსპლუატაციო ფილიალის დირექტორად. იმავე წელს აწინაურებენ "საქართველოს გაზის ტრანსპორტის კომპანიის" ტექნიკურ მენეჯერად; 2008 წელს ინიშნება საგურამოს სახაზო-საექსპლუატაციო ფილიალის დირექტორად. მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 54-55


გააზიარე: