Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის წულუკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორლოვკა, დონეცკის ოლქი (უკრაინა). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და სატრანსპორტო გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1981 წელს. 1981-2000წწ. მუშაობდა სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სახელმწიფო საკვლევ-საძიებო და საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზგიპროტრანსი"-ს კავკასიის ფილიალის "კავსახტრანსპროექტი"-ს მეტროპოლიტენებისა და გვირაბების განყოფილებაში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, წამყვან ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად და კომპიუტერული დაპროექტების ცენტრის ხელმძღვანელად; 1981-1983წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი; მუშაობდა ამავე ინსტიტუტის გვირაბებისა და მეტროპოლიტენების კათედრის ასისტენტად, მოწვეულ უფროს მასწავლებლად; 2001-2003წწ. იყო შპს "ჯეოინჟინერინგი"-ს ავტომატიზირებული დაპროექტების სექტორის ხელმძღვანელი; 2003-2007წწ. მუშაობდა შპს "აიდისი"-ს ტექნიკურ დირექტორად, ავტომატიზირებული დაპროექტების ჯგუფის ხელმძღვანელად; 2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 2008 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო დეპარტამენტის ხიდებისა და გვირაბების მიმართულების პროფესორი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის პროექტები; ავტორია 17 სამეცნიერო პუბლიკაციისა და 2 მეთოდური ნაშრომის; მრავალწლიანი საინჟინრო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 306-307
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |