The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ წულუკიძე

ავთანდილ წულუკიძე
Date of birth:14 January, 1955  (70 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1976 წელს; ქ. მოსკოვის სახალხო მეურნეობის აკადემია ბიზნესის მენეჯმენტისა და უძრავი ქონების შეფასების განხრით 1998 წელს.

1976-1997წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტი"-ს ქუთაისის ფილიალში, ხარჯთაღრიცხვისა და მშენებლობის ორგანიზაციის განყოფილებაში ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად და განყოფილების უფროსად; 1998-2001წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტი"-ს ქუთაისის ფილიალში მთავარ სპეციალისტად ეკონომიკურ საკითხებში; იყო ჯერ საპროექტო-სამშენებლო კოოპერატივ "იმერეთის", შემდეგ შპს "მანდაგის" დამფუძნებელი და უფროსი; 2001-2009წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში საინვესტიციო-სამშენებლო კომპანია (შპს) "მინსკაია-2"-ში ჯერ სახარჯთაღრიცხვო-სახელშეკრულებო განყოფილების უფროსად, გენერალური დირექტორის მოადგილედ; 2002 წლიდან გენერალურ დირექტორად; 2010-2011წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა ქ. თბილისში სამშენებლო კომპანია (შპს) "ბკ კაპიტალი"-ს გენერალური დირექტორის მოადგილედ მშენებლობის საკითხებში; 2012-2015წწ. მუშაობდა საპროექტო-საკონსულტაციო ფირმა (შპს) "BT KONSULT"- ში ავტობან "თბილისი-ბათუმის" მშენებლობაზე ხიდების, ესტაკადებისა და სხვა ხელოვნური საინჟინრო ნაგებობების მენეჯერ-ტექნიკურ ზედამხედველად; 2016-2017წწ. კვლავ მუშაობდა სამშენებლო კომპანია (შპს) "ბკ კაპირალი"-ს აღმასრულებელ დირექტორად; 2018 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია (შპს) "ბკ კონსტრაქშენი"-ს შრომის, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსად; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 307-308


Share: