The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოფილე კაკრიაშვილი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1908
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

1905 წლიდან იყო რაჭის სოციალ-დემოკრატიული ბოლშევიკური ორგანიზაციის წევრი. ორგანიზაციის დავალებით, ქ. ჭიჭინაძესა და პ. გურგენიძესთან ერთად, იძენდა იარაღს და ზოგიერთ სოფელში არჩევდა ათისთავ-ასისთავებს. ქ. ჭიჭინაძესთან ერთად ჩამოაყალიბა შეიარაღებული რაზმი. მონაწილეობა ტფილისში, ერევნის მოედანზე კაზაკებზე თავდასხმასა და ფულის გატაცებაში. რეაქციის გაძლიერების დროს, 1906 წელს, იდევნებოდა ალიხანოვ-ავარსკის მიერ, გამოცხადებული იყო  კანონგარეშედ. მიესაჯა სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით 1908 წელს. რევოლუციონერ-ტერორისტი რაჭის ორგანიზაციიდან.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.497


გააზიარე: