Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯიხა კაკულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა ხონის სემინარია. 1901 წლამდე იყო რადიკალური პატრიოტი. 1902 წლიდან 1905 წლამდე ზოგიერთ მეგრელ მასწავლებელთან ერთად თანამშრომლობდა ბათუმის განთქმულ შავრაზმელ და ქართველმოძულე გ. ა. პალმის გაზეთში "Черноморскй вестник". 1905 წლიდან მიემხრო ერთობას და ხალხში დიდი გავლენა მოიპოვა. 1910 წელს, მეფის მთავრობამ 4 წლით კატორღა მიუსაჯა, რაც ავადმყოფობის გამო ციმბირში გადასახლებით შეუცვალეს, სადაც 1917 წლამდე დაჰყო. გადასახლებიდან დაბრუნდა 1917 წელს, მუშაობდა უბნის მოსამართლედ. 1917 წლის ოქტომბრამდე იყო მემარჯვანე ფედერალისტი, 1917 წლის ოქტომბრის შემდეგ მემარცხენე ფედერალისტი, ბოლოს კი კომუნისტი. სოფლის მასწავლებელი და რევოლუციონერი, ყოფილი სოციალ-ფედერალისტი და კომუნისტი პროპაგანდისტ-აგიტატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.497
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |