შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიქტორ კალანდარიშვილი![]()
ბიოგრაფია1902 წლიდან ჩაება სენაკის მაზრის სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალურ მუშაობაში. პირველი სოციალ-დემოკრატიული არალეგალური ორგანიზაცია შედგა სოფელ შხეთში, შემდეგ სოფელ თეკლათში. ამ ორგანიზაციებს, ბიქტორ კალანდარიშვილის საშუალებით კავშირი ჰქონდა ქუთაისში იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტთან (დ. ქავთარაძისა და საშა წულუკიძის შემდეგ, ბ. ბიბინეიშვილთან). ბიქტორ კალანდარიშვილს პროკლამაციები მიჰქონდა სამეგრელოში, სენაკის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია ქუთაისიდან მიღებულ პროკლამაციებს დ. ჭელიძის დახმარებით, სენაკის კ. თავართქილაძის ლეგალურ სტამბაში ბეჭდავდა და ავრცელებდა. 1904 წელს, ბიქტორ კალანდარიშვილის აქტიური მონაწილეობით სენაკის სოფლების (შხეთი, ეკი, ძველი სენაკი, ძონძირი, ისულა, წყემი) გლეხობამ გაფიცვა მოაწყო მემამულეთა წინააღმდეგ (ზოგიერთმა მემამულემ გლეხებს დაუთმო, გლეხობა მოითხოვდა მიწის დამუშავების 1/5-ს) გაიმართა დემონსტრაცია წითელი დროშით და მარსელიოზის სიმღერით. პროპაგანდისტ-ორგანიზატორი, სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის მონაწილე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.497; prosopography.iliauni.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |