The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი
Date of birth:13 September, 1971  (53 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი  სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1993 წელს; 1995-1996 წლებში იყო ბრიტანეთის საბჭოს სტიპენდიანტი, მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი (ექსეტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), ხოლო 2001 წელს ბიზნეს-ადმინისტრირების ფილოსოფიის დოქტორანტურის ხარისხი (ვაშინგტონის საერთაშორისო უნივერსიტეტი).

1993-1995 წლებში მუშაობდა კონსულტანტად საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ითავსებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციებს, ხოლო 1995-1996 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში, პირველი მდივნის თანამდებობაზე. 1996 წლის ნოემბერში პარტნიორებთან ერთად დააფუძნა იურიდიული ფირმა "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური". ვიქტორ ყიფიანის საქმიანობის და ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოება, მმართველობა, გლობალური წესრიგი, საქართველოსა და მის მიმდებარე რეგიონზე ზეგავლენასთან დაკავშირებული საკითხები, მაკროეკონომიკა. იგი რეგულარულად აშუქებს აღნიშნულ თემატიკას როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედია საშუალებებში; რეგულარულად აკეთებს საქართველოში არსებული პოლიტიკური და გლობალური გეოპოლიტიკური ტენდენციებისა და მოვლენების ანალიზს; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში სპიკერისა და პრეზენტატორის ამპლუაში. ხელმძღვანელობს სხვადასხვა სფეროს მაღალკვალიფიციური ექსპერტებისა და მკვლევარებისაგან შემდგარ გუნდს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს მაღალი დონის ექსპერტულ ცოდნას, გამჭვირვალე, მიუკერძოებელ და მკაფიო რეკომენდაციებს სთავაზობს. ანალიტიკური საქმიანობის გარდა ვიქტორ ყიფიანი დაკავებულია იურიდიული საქმიანობით - იგი თბილისში მოქმედი იურიდიული ფირმის, "ემ ქეი დი"-ს დამფუძნებელი და უფროსი პარტნიორია. მისი იურიდიული პრაქტიკა მოიცავს სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართლის, საპროექტო ფინანსირების, კაპიტალის ბაზრის, საბანკო, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ტელეკომუნიკაციებისა და საკორპორაციო სამართლის სფეროებს. ვ. ყიფიანი საქართველოს სამართლებრივი სისტემისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული არაერთი სტატიისა და კვლევის ავტორია. იგი ყველა ძირითადი საერთაშორისო ცნობარისა და გამოცემის (IFLR, Chambers Global, Chambers Europe, Who’s Who Legal, The Legal 500) მიერ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან კერძო იურისტადაა აღიარებული.  

წყარო: ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისი": geocase.gegiac.ge

Member of Organizations

  • ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისი", თავმჯდომარე
  • ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მრჩეველთა საბჭო, წევრი
  • დამოუკიდებელ დირექტორთა ასოციაციის საბჭო, წევრი
  • სამოქალაქო და ეკონომიკური რეფორმების ქართული ინსტიტუტი, დამფუძნებელი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
    უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობსა და იურისტის პროფესიის განვითრების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

Bibliography


Share: