The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მოსე კალანდარიშვილი

მოსე კალანდარიშვილი
Date of birth:14 January, 1858
Date of death:25 April, 1943  (at 85 years)
Category:Inventor, Medical Doctor, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი.

პირველდაწყებითი განათლება ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში მიიღო, ხოლო საშუალო განათლება ქუთაისის გიმნაზიაში. უმაღლესი განათლების მისაღებად კიევის უნივერსიტეტში ჩააბარა, ხოლო 1886 წელს სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სამკურნალო აკადემია დაამთავრა. 1897 წელს დაიცვა დისერტაცია: "ულმობელი ხუნაგის საწინააღმდეგო სისხლის შრატისქიმიურ საშუალებათა ხმარების გარეშე მიღებისათვის და მისი გამეორებითი გაცხელებით გაუსნებიანებისათვის" ("Асептическое получение антидифтериинной сывортки и о применении метода Тиндаля для повторной стерилизации"), რისთვისაც მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1886 წლიდან მოსე კალანდარიშვილი მუშაობდა ექიმად  სამხედრო-სამკურნალო დაწესებულებებში რუსეთის ქალაქებსა და საქართველოში, სხვადასხვა დროს მსახურობდა 77-ე ტენგინის პოლკის ექიმად, ვლადიკავკავის სამხედრო ჰოსპიტლის ორდინატორად და ლაბორანტად კავკასიის სამხედრო ოლქის სამმართველოს ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში. იგი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო და პროფესიულ საქმიანობაში. იყო კავკასიის, თერგის, სახალხო ჯანმრთელობის დამცველ ექიმთა, კავკავის (ვლადიკავკაზის) ღარიბ და ობოლ ბავშვთა, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი", ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებების წევრი. 1888 წლიდან მოსე კალანდარიშვილი აქტიურად მონაწილეობდა კავკავის სკოლის, ეკლესიის, ურთიერთნდობის ამხანაგობისა და სახელოსნო სკოლის დაარსება-მართვაში. 1900 წლიდან მისი მარჯვენა ხელი გახლდათ მეუღლე სოფიო დავითის ასული ციციშვილი, რომელიც ყველა ახალ  საზოგადოებრივ წამოწყებაში მხარში ედგა მეუღლეს. მათი მოღვაწეობა კავკავში იმდენად სამაგალითო იყო, რომ კავკავის ქართველობამ, მათი თბილისში გადასვლის სახსოვრად, ადგილობრივი თეატრის აღსადგენად ფული შეაგროვა შეწირულებით და საგანგებოდ მირთმეულ ადრესში აღნიშნა: "თქვენ, როგორც სამაგალითო მეუღლენი, ყველგან ერთად იყავით ყოველი კეთილი საქმის ასაღორძინებლად და დასამკვიდრებლად". კავკავში, სხვადასხვა დროს მოსე კალანდარიშვილის თანამოღვაწენი იყვნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ნიკო კურდღელაშვილი, გრიგოლ ნათიძე (ნათაძე), პართენ გოთუა და ტიტე კახიძე. 1941 წელს მოსე კალანდარიშვილმა თავისი მდიდარი საექიმო კაბინეტის მოწყობილობა, სადასტაქრო იარაღებით, ომის საჭიროებისათვის შესწირა. მოსე კალანდარიშვილს ეკუთვნის შემდეგი გამოგონებები: ხელსაწყო "აირების იზოლატორ-ნეიტრალიზატორი" (ჯანაოზ-ჰიპოკრატი), 1924 წელს ხელსაწყო "დამცველი-სერვატორი" გადააკეთა მიკროორგანიზმებისაგან დასნებოვნებულ (ინფექციურ) სითხეთა დუღილით გაუსნებოვნებისათვის, შემდეგ კი მათი ლპობისაგან დაცვისათვის და მიიღო მეორე ხელსაწყო "სტერილიზატორი-სერვატორი" სახელწოდებით "ზეწერტი-ზენიტი", 1927 წელს მიიღო პანტენტი №3452, ორივე გამოგონებას საექიმი-სამეკურნალო დარგში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოსე კალანდარიშვილის მესამე  გამომონება იყო ჰაერსაწური ორსაცობიანი ონკანი და საცობ-ონკანი, ამ ონკანების საფუძველზე ააგო ლპობა-გახრწნისაგან ორგანულ სითხეთა დამცველი ხელსაწყო (აპარატი) "დამცველი-სერვატორი" სახელწოდებით "აგუნაპენატი", რომლის გეგმაც საქართველოს სმუ-ს წარედგინა, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის გამოგონებათა ბიუროს 1932 წლის 21 აპრილს.

 წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.498

Bibliography


Share: