The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე ჭელიძე

პეტრე ჭელიძე
Date of birth:29 August, 1910
Date of death:1990  (at 79 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1933 წელს.

1933 წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ჰიდროენერგეტიკულ სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტში, ენერგეტიკისა და ჰიდრავლიკის სექტორში მეცნიერ-მუშაკად; შემდეგ დააწინაურეს სექტორის გამგის მოადგილედ; მონაწილეობდა თბილისის თბოელექტროცენტრალის მშენებლობაში ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1940 წლიდან მოღვაწეობდა საბჭოთა კავშირის ნავთობმრეწველობის სამინისტროს სისტემაში; იგი დაინიშნა ტრესტ "საქნავთის" სამონტაჟო უბნის უფროსად, შემდგომ ამავე ტრესტის სამმართველოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1950 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მიენიჭა "ადმინისტრაციული სამსახურის სამთო დირექტორის" წოდება; 1950 წლიდან 40 წლის განმავლობაში მუშაობდა სოხუმის დახურული ატომური ქალაქის (შემდგომში სოხუმის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტი) მთავარ ინჟინრად; ეს ინსტიტუტი შეიქმნა 1945 წელს პირველი ატომური ბომბის შექმნისათვის "ურანის პრობლემების" გადასაწყვეტად; თავის მოღვაწეობის მანძილზე დაამუშავა მრავალი სამეცნიერო თემები; ასევე განახორციელა ალაზნის სარწყავი სისტემების და იჯევანის (სომხეთი) ჰიდროელექტროსადგურის გამოკვლევები და ღონისძიებები; არის გამოგონებების ავტორი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ თბილისის სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის მშენებლობასა და ფორმირებაში; მისი აქტიური მონაწილეობით გაფართოვდა სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რამაც წარმატებით უზრუნველყო საბჭოთა კავშირის ატომური და კოსმოსური კვლევების განხორციელება; დაჯილდოებული იყო მრავალი მაღალი სამთავრობო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 311-312

Awards and Honors

  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: