Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ ჭიჭინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი მიმოსვლის გზათა მშენებლობის სპეციალობით 1978 წელს. 1978-1981წწ. მუშაობდა საწარმოო გაერთიანება "სამთოქიმიის" მექანიკური ქარხნის ინჟინრად; 1981-1983წწ. იყო ქ. თბილისის საქარხნო რაისაბჭოს აღმასკომის ტერიტორიულ დარგთაშორისო გაერთიანების განყოფილების გამგე; 1983-1984წწ. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენი"-ს ტრესტ "წყალსაშენმასალების" რკინაბეტონის ქარხნის ინჟინერ კონსტრუქტორად; 1984-1991წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენი"-ს №2 სახლმშენებელი კომბინატის გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე; 1993-1994წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის პალატის მთავარ სპეციალისტად; 1998-2005წწ. ქ. თბილისის მერიის "არქმშენინსპექციის" უფროსის მოადგილედ, უფროსად; 2005-2010წწ. იყო სამშენებლო კომპანია (შპს) "თბილისი N და R"-ს დირექტორის მოადგილე; 2010-2018წწ. მუშაობდა შპს "დელტა ჰოლდინგი"-ს მშენებლობის მენეჯერად, ს.ს. "საქრუსენერგო"-ს პროექტირებისაა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოადგილედ, დეველოპერული კომპანია (შპს) "ტრიდეს" პროექტის მთავარ ინჟინრად, ასევე დეველოპერული კომპანია (შპს) "სვეტი"-ს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის უფროსად; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა არაერთი სამოქალაქო და კულტურულ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობას, მათ შორის: ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, ასევე თბილისის ტელერადიომაუწყებლობის ანძის რეაბილიტაციას, ბიბლიოთეკისა და სასტუმროს მშენებლობას ქ. ახალციხეში, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ა. წერეთლის გამზირზე, მირცხულავასა და ნუცუბიძის ქუჩებზე ქ. თბილისში; იყო შპს "ტრიდეს" მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის მთავარი ინჟინერი; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 313-314
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |