The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიტალი ჭკუასელი

ვიტალი ჭკუასელი
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1944  (81 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საჭამიასერი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1969 წელს.

1969 წელს მუშაობა დაიწყო საწარმო-სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში", ენგურის ჰესების კასკადის მშენებლობაზე "ვარდნილჰესის" სამმართველოში, ჯერ ოსტატის, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლის და უბნის უფროსის თანამდებობებზე; 1972 წელს დაინიშნა ენგურჰესის "კაშხალმშენის" სამმართველოს უფოსად, რომელიც აწარმოებდა თაღოვანი კაშხლის მშენებლობას; 1980 წელს ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მიერ მივლინებული იყო ერაყის რესპულიკაში ხადიტა ჰესის მშენებლობაზე; 1983 წელს დაბრუნდა საქართველოში "კაშხალმშენის" სამმართველოში მთავარი ინჟინრის მოადგილედ, სამმართველოს უფროსად; 1991 წელს მუშაობას იწყებს გაერთიანება "თბილავიამშენის" სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 2004 წელს ინიშნება ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2013 წლიდან არის სამხრეთ კორეის ფირმა "დოჰკას" თანამშრომელი ანაკლიის ზღვის ნაპირსამაგრი სამუშაოების დამკვირვებელი; 2018 წლიდან არის საინჟინრო ჯგუფის დამკვირვებელი საშუალო ჰესის მშენებლობაზე; მონაწილეობდა ენგურჰესის, მისი თაღოვანი კაშხლის, თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობაში, ასევე ერაყის ხადიტა ჰესის მშენებლობაზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 314-315


გააზიარე: