The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელიზბარ ერისთავი

ელიზბარ ერისთავი
Date of birth:1937
Date of death:2020  (at 83 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1960 წელს.

1960 -1969წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" რიგითი ინჟინრიდან ინსიტუტის დირექტორამდე; 1969-1972წწ. მივლინებული იყო ეგვიპტეში, მონაწილეობდა ასუანის ელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის გადაცემისათვის მაღალი ძაბვის ქსელის დაპროექტებაში; 1972 წლიდან კვლავ ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტშია". მისი ხელმძღვანელობით და მონაწილოებით დაპროექტდა მაღალი ძაბვის რიგი სისტემათშორისი სასისტემო ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური, ენერგოსისტემა აღიჭურვა მართვის თანამედროვე ავტომატიზებული სისტემებით; დამუშავდა  "საქართველოს ენერგეტიკული პროგრამა"; 1997 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ენერგეტიკული კომისიის პირველ თავმჯდომარედ; 2004-2020წწ.  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის თავმჯდომარის მრჩეველი; ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე. სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალ "ენერგიის" სარედაქციო კოლეგიის წევრი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 57-58; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებგვერდი: gnerc.org/ge

Member of Organizations

  • ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოების მარეგულირებელი ასოციაცია, დამფუძნებელი
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, პრეზიდიუმის წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2005 - საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია
    ენერგეტიკის რეგულირების საფუძვლები / ელიზბარ ერისთავი, დემურ ჩომახიძე, პაატა ცინცაძე.-თბილისი : 2000-2001
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: