| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ყიფიანი-ლორთქიფანიძე![]()
Biographyდიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი, ანტონ ლორთქიფანიძის მეუღლე ელენე, მთარგმნელობითი, სამსახიობო, საგამომცემლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობით იყო გამორჩეული. იგი მამისა და ძმების მსგავსად ბევრს იღწვოდა ქართული მწერლობისა და თეატრისთვის. ფრანგულიდან თარგმნა ჰიუგო, მოლიერი. ტასო წერეთელთან ერთად ლიტერატორ ქალთა წრე ჩამოაყალიბა. მისი ინიციატივით, ქალთა ჯგუფმა გამოსცა კრებული "თარგმანი საამო საკითხავთა თხზულებათა". ქუთაისში დააფუძნა ალმანახი "ქართული ბიბლიოთეკა", რომლის ავტორები თავად ელენე, ეკატერინე გაბაშვილი და ეკატერინე მელიქიშვილი იყვნენ. იყო თბილისის თეატრალური დასის ერთ-ერთი შემქმნელი და მისი მუდმივი წევრი, თამაშობდა სცენაზეც. ანტონ ფურცელაძემ მის ხსოვნას უძღვნა პოემა "ცისკარა". იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის თავმჯდომარე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.65-66; გენდერ ბარომეტრი: genderbarometer.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

