The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ჩაჩუა

ნანა ჩაჩუა
Date of birth:21 March, 1946  (79 years)
Category:Scientist, Psychologist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია - ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით 1972 წელს; 1975 წელს ფილოსოფიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო მინიმუმი.

 1972-1974წწ. იყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სუბსენსორულ გამღიზიანებელთა ლაბორატორიის თანამშრომელი; 1974-1976წწ. კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-2006წწ. ფსიქოლოგიის ლექტორი ტექნიკური უნივერსიტეტში; 2000-2002წწ. კითხულობდა ლექციების კურსს საქართველოს რეგიონებში მთავარ ექიმებთან ეფექტური კომუნიკაციის საკითხებზე; 2002-2003წწ. კავკასიურ სახლში კონფლიქტის ფსიქოლოგიაში; 2001-2005წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში; 2011 წლიდან ორატორული ხელოვნების აკადემიაში; ატარებდა ტრენინგებს შემდეგ თემებზე: იურიდიული პროფესიის ეთიკური სტანდარტები და სასამართლო ფსიქოლოგია (2011); სალექციო კურსი თემაზე - თანამედროვეობა და ქართული ეთნო ხასიათის ფსიქოლოგიური ასპექტები (კომპანია VIPR, 2012); პაციენტთან ურთიერთობის ფსიქოლოგია (თბილისის ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება, 2013). ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური პრაქტიკა და საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფსიქოლოგიური კონსულტირება და შინაგანი კონფლიქტების კორექცია (საქართველო SOS ბავშვთა სოფელი, 2011); ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვთა და მოზარდთა პიროვნული ზრდა და სოციალური რეინტეგრაცია (სწავლება და კვლევა: World Vision საქართველო, ტრენინგი თანამშრომლებისთვის, 2012); 2014 წელს იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; ასევე 2017 წელს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტში ატარებდა ტრენინგს ეფექტურ კომუნიკაციაში (2017);  ეფექტური კომუნიკაციისა და ემოციის მართვის ტრენინგს (ჯეოჰოსპიტალი, 2018). 2007 წლიდან ნანა ჩაჩუა არის ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის დამაარსებელი, დირექტორი, ფსიქოლოგი; სამეცნიერო ინტერესების სფერო: ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქოლოგიური დახმარება; ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა, ბიბლიოთერაპია, კონსულტირება, ტრენინგები; ფლობს  ნეიროლინგვისტური პროგრამის სერთიფიკატს (1995), კონფლიქტის ფსიქოლოგიის სერთიფიკატს (1999); იგი აქტიურად თანამშრომლობს მასმედიასთან: გადაცემა მოზარდებისა და მშობლებისათვის (ტელევიზია "ერთსულოვნება", 2012 წლიდან); "ფსიქოლოგის საათი" (რადიო "იმედი", ყოველკვირეული რადიოგადაცემა - 2011 წლიდან, ღია ეთერით და მსმენელთა შეკითხვების ჩართვებით); "თავისუფალი საუბრები" ( ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემა პირდაპირი ღია ეთერით, მაყურებელთა შეკითხვების ჩართვით, ტელევიზია" ქართული არხი" 2010 წლიდან); პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს  შემდეგი პუბლიკაციები: "გაყოყოჩებული ცნობიერება ანუ აპოკალიპსი დღეს" (ჟურნალი "აფრა", 2018), "მიწა, წყალი და შიმშილი" (ჟურნალი "აფრა", 2018), "კაცობრიობის მარადიული საცხოვრისი..." (ჟურნალი "აფრა", 2017), "დასრულებული და დაუსრულებელი ფაშიზმი" (ჟურნალი "აფრა", 2017), "როზეტა" (ჟურნალი "აფრა", 2016), ლი ჩანგ დონგი "პოეზია" (ჟურნალი "აფრა", 2015), "რა არის განწყობის თეორია და როგორ უნდა შევიქმნათ განწყობა?" (The Tbilisi Times; 2014), "რა უნდა გაითვალისწინოს ყველა მშობელმა ბავშვის აღზრდისას?!" (The Tbilisi Times, 2014), "მშობლებისთვის და არა მხოლოდ" (სახელმძღვანელო წიგნი, 205), "ფატმანის ფსიქოლოგიური პორტრეტი" (კრებული რუსთაველის შესახებ, გამომცემლობა "სეზანი", 2012), "დილის გაზეთი" (რუბრიკა "ფსიქოლოგიური განსჯანი", 2010-2012)სტატიები ეთნოფსიქოლოგიის საკითხებში (ჟურნალი "იმიჯი", 2001-2003);  სტატია "ეფექტური კომუნიკაციის შესახებ" (კრებული "მართვის ხელოვნება", 2001, ჯანდაცვის სამინისტროს გამოცემა); "ამოცანის ამოხსნის გადაწყვეტის ფსიქოლოგიური მექანიზმები" ("სწავლების სამეცნიერო შრომების კრებული", 1998, ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა).

წყარო: მართლმსაჯულების სახლი: houseofjustice.com.ge

Member of Organizations

  • ევროპის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ორგანიზაცია, განსაკუთრებული წევრი (2017-)

Bibliography


Share: