შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როინ ჭყოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დ. ხარაგაული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1966წწ. მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სახელმწიფო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზჰიდროპროექტის" თბილისის ფილიალის სპეცპროექტების განყოფილების უფროს ინჟინრად; 1966-1975წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტი"-ს მთავარ სპეციალისტად და პარალელურად, შეთავსებით, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1975-1983წწ. იყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქკომუნმშენპროექტის" მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1983-1992წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" მთავარ ინჟინრად პროექტის დარგში; ამავე პერიოდში, შეთავსებით, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოკეანალოგიის კათედრაზე; 1992-1999წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახკომუნპროექტი"-ს მთავარი ინჟინერი; 1999 წლიდან არის სპს "ეკოპროექტის" დამფუძნებელი და მთავარი ინჟინერი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი მნიშვნელოვანი სამრეწველო, ნაპირდაცვითი და კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობის პროექტები. მათ შორის: ქ. თბილისის წყალსადენის წყალმიმღები ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების რეაბილიტაციის, "თბილისი-რუსთავის" გამწმენდი ნაგებობებისა კომპლექსის, ქ. თბილისის სანიაღვრე კანალიზაციის ქსელების, ქ. თბილისის კანალიზაციის კოლექტორზე მდ. მტკვრის გადამკვეთი სამი დიუკერის მოწყობის, საქართველოს 44 დასახლებული პუნქტებისა და ქალაქების წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების, ასევე ყარაჯალა, სასირეთის, მუღანლოსა და ხანჩალის სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის, საქართველოს სამთო-გამამდიდრებელი კომბინატების (ტყვარჩელის, ტყიბულის, ჭიათურისა და მადნეულის) წყალმომარაგებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და სხვა აგრეთვე არის მთავარი ინჟინერი შემდეგი გენერალური განვითარების გეგმების პროექტების: საქართველოს დასახლებული პუნქტებისა და ქალაქების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, საქართველოს შავი ზღვის ნაპირების დაცვის, საქართველოს მდინარეების ნაპირების დაცვის; თანაავტორია საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ახალი მეთოდით დაცვის ღონისძიებების შემუშავება-დანერგვის; აქტიურად მონაწილეობდა "ბაქო-ჯეიჰანის" გაზსადენისა და "ბაქო-სუფსის" ნავთობსადენის პროექტების ექსპერტიზაში; ასევე მონაწილეობდა მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო დოკუმენტაციის - სამშენებლო ნორმებისა და წესების კრებულის დამუშავებაში; არის 20-მდე ნაშრომის ავტორი; მრავალწლიანი სამეცნიერო-შრომითი საქმიანობისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები, მათ შორის "წლის ინჟინრის წოდება". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 317-318 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |