Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ ხაბეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფ. საყვავის ტყე, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1961 წელს; ქ. კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების შემსწავლელი კურსები უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგთათვის 1985 წელს. 1961-1971წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეურნეო თემის ინჟინერი, ამავე ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის ასისტენტი, ასპირანტი; 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1971-1973წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1973-2004წწ. ამავე კათედრის პედაგოგ-დოცენტი; 1985-1986წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას გვინეის რესპუბლიკის ქ. კონაკრის უნივერსიტეტის მასალათა გამძლეობის, დრეკადობისა და პლასტიკურობის თეორიის, თეორიული მექანიკისა და სამშენებლო მექანიკის მიმართულებით წამყვანი პროფესორის რანგში; 1987-1988წწ. მასალათა გამძლეობის კათედრის გამგის თანამდებობაზე; 2004-2006წწ. არჩეულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის პროფესორად; 2006-2009წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური სტიპენდიანტი; 2009-2013წწ. ამავე უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2013-2016წწ. არჩეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორად; 2017 წლიდან მინიჭებული აქვს ამავე უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდება; ავტორია 7 სახელმძღვანელოს მასალათა გამძლეობაში, მათ შორის 3 ფრანგულ ენაზე; 3 მეთოდური მითითების, მათ შორის 2 ფრანგულ ენაზე; გამოქვეყნებული აქვს 55 სამეცნიერო სტატია და 1 დეპონირებული სამეცნიერო ნაშრომი; სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას; გამოცემული აქვს პოეტური და პროზაული ნაწარმოებები; ახალგაზრდობის წლებში გატაცებული იყო სპორტით და საკმაოდ ხელშესახები მიღწევებიც ჰქონდა; 1956-1966წწ. იყო პროფესიონალი კლასიკური სტილის მოჭიდავე, საბჭოთა კავშირის პირველობის პრიზიორი, ცენტრალური საბჭო "ქარიშხალა"-ს მრავალგზის ჩემპიონი; კლასიკური და თავისუფალი სტილის ჭიდაობის პირველი კატეგორიის მსაჯი; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური და სპორტული მოღვაწეობის პერიოდში მიღებული აქვს 14 სხვადასხვა მედალი, 3 "საპატიო სიგელი", 1 "საპატიო დიპლომი", 12 დიპლომი და 5 სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 319-320 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |