Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. მსახურობდა გორის სასამართლოში. მისი თანამედროვეების აზრით "დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი ნიჭიერი კაცი იყო და საქართველოს ისტორიის დიდი მცოდნე და აღმაღროძინებელი; იგი სადაც კი შეეძლო, ყველგან ცდილობდა საქართველოს ისტორიის სასარგებლოდ; ბევრი სხვადასხვა სამეცნიერო, საისტორიო და საარხეოლოგიო საზოგადოებათა წევრი იყო". მან აღწერა და შეისწავლა მრავალი საყურადღებო ძველი ძეგლი, შეაგროვა და შთამომავლობას დაუტოვა არა ერთი მნიშვნელოვანი ხელნაწერი და ნივთი. მოიარა და შეისწავლა ქართლი, იმერეთი, გურია, მესხეთი, აჭარა და სხვ. 1852 წლის ზაფხულში ნაქალაქარ უფლისციხეში ჩაატარა საქრთველოში პირველი არქეოლოგიური გათხრა, რომელიც მეცნიერულ მიზნებს ისახავდა, ამიტომ იგი ითვლება საქართველოში გათხრითი არქეოლოგიის ფუძემდებლად. უფლისციხეში კვლევა-ძიებისათვის მას თბილისიდან მიუწვევია მხატვარი და შეუძენია სათანადო აღჭურვილობა ძეგლის გათხრა-ფიქსაციისათვის. გათხრების დროს აწარმოებდა საველე დღიურს. როგორც ჩანს, იგი აპირებდა უფლისციხის გათხრების შედეგების გამოქვეყნებას. სამწუხაროდ, გათხრების შედეგების გამოქვეყნება ვერ მოხერხდა, ხოლო საველე დღიურები და მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაიკარგა. ამიტომ ამ გათხრების შესახებ წარმოდგენას ძირითადად გაზეთ "კავკაზ"-ში დაბეჭდილი მოკლე ანგარიშები გვიქმნის. მისი ნაწერებიდან ჩვენამდე მოაღწია ისტორიული ხასიათის რამდენიმე ნაშრომმა. თანამშრომლობდა "ცისკართან" და "სასოფლო გაზეთთან". ავტორია კომედიებისა: "ექიმბაში", "კატა აწონა". წყარო: ქართული არქეოლოგიის ისტორიიდან /გელა გამყრელიძე. -თბ., 1996. -გვ.4-6; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.73
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |