The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი

დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი
დაბადების თარიღი:1815
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1878  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფ. ხიდისთავი, გორის რ-ნი
კატეგორია:არქეოლოგი, დრამატურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

მსახურობდა გორის სასამართლოში. მისი თანამედროვეების აზრით "დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი ნიჭიერი კაცი იყო და საქართველოს ისტორიის დიდი მცოდნე და აღმაღროძინებელი; იგი სადაც კი შეეძლო, ყველგან ცდილობდა საქართველოს ისტორიის სასარგებლოდ; ბევრი სხვადასხვა სამეცნიერო, საისტორიო და საარხეოლოგიო საზოგადოებათა წევრი იყო". მან აღწერა და შეისწავლა მრავალი საყურადღებო ძველი ძეგლი, შეაგროვა და შთამომავლობას დაუტოვა არა ერთი მნიშვნელოვანი ხელნაწერი და ნივთი. მოიარა და შეისწავლა ქართლი, იმერეთი, გურია, მესხეთი, აჭარა და სხვ. 1852 წლის ზაფხულში ნაქალაქარ უფლისციხეში ჩაატარა საქრთველოში პირველი არქეოლოგიური გათხრა, რომელიც მეცნიერულ მიზნებს ისახავდა, ამიტომ იგი ითვლება საქართველოში გათხრითი არქეოლოგიის ფუძემდებლად. უფლისციხეში კვლევა-ძიებისათვის მას თბილისიდან მიუწვევია მხატვარი და შეუძენია სათანადო აღჭურვილობა ძეგლის გათხრა-ფიქსაციისათვის. გათხრების დროს აწარმოებდა საველე დღიურს. როგორც ჩანს, იგი აპირებდა უფლისციხის გათხრების შედეგების გამოქვეყნებას. სამწუხაროდ, გათხრების შედეგების გამოქვეყნება ვერ მოხერხდა, ხოლო საველე დღიურები და მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაიკარგა. ამიტომ ამ გათხრების შესახებ წარმოდგენას ძირითადად გაზეთ "კავკაზ"-ში დაბეჭდილი მოკლე ანგარიშები გვიქმნის. მისი ნაწერებიდან ჩვენამდე მოაღწია ისტორიული ხასიათის რამდენიმე ნაშრომმა. თანამშრომლობდა "ცისკართან" და "სასოფლო გაზეთთან". ავტორია კომედიებისა: "ექიმბაში", "კატა აწონა".

წყარო: ქართული არქეოლოგიის ისტორიიდან /გელა გამყრელიძე. -თბ., 1996. -გვ.4-6; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.73


გააზიარე: