The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა გაბუნია

ბიძინა გაბუნია
დაბადების თარიღი:1927  (98 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ვანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1955წწ. მუშაობდა ტყვარჩელის სრეს-ში მორიგე ინჟინრის თანაშემწედ; 1955-1984წწ. გაიარა თანამდებობრივი საფეხური მორიგე ინჟინრიდან ელექტროსადგურის დირექტორამდე; 1984-1993წწ. აფხაზეთის ელექტროქსელების მთავარი ინჟინერი; 1993-2004წწ. მუშაობდა თბილისში დისლოცირებულ დეპარტამენტ "საქენერგოს" აფხაზეთის ელექსელების მთ. ინჟინრის თანამდებობაზე, პარალელურად, კოორდინაციას უწევდა აფხაზეთიდან დევნილ ენერგეტიკოსებს; 1993-1996წწ. შეთავსებით მუშაობდა დეპარტამენტ "საქენერგოს" რემონტების სამმართველოს  უფროსად; 1996-2005წწ. "საქენერგოგენერაციის", სსიპ "ენერგოგენერაციის"რემონტების სამმართველოს უფროსად. არის საქართველოს რესპუბლიკის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი. მინიჭებული  აქვს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის წოდება. არის 36 რაციონალიზატორული წინადადადების ავტორი. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 59-60

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: