Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ხერხეულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს; სსრკ სოფლის მეურნეობის აკადემიის ასპირანტურა 1964 წელს. 1957-1960წწ. მუშაობდა სსრკ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" ქ. თბილისის ფილიალში ("საქგზაპროექტი") ინჟინრად; 1960-1967წწ. საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ მუშაკად; 1967 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ყოფილი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის) ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ს/კ ინსტიტუტში, რომელიც ადრე ექვემდებარებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას იყო უფროსი მეცნიერ-მუშაკი (1978 წლამდე), ლაბორატორიის გამგე (2005 წლამდე) და 2005 წლიდა არის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, როგორც დარგის უმაღლესი კლასის სპეციალისტი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალი რანგის პროფესიონალი ინჟინერი, მონაწილეობდა სახელმწიფო და საუწყებო საექსპერტო კომისიების მუშაობაში - სსრკ-სა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის, საქართველოს პარლამენტის ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, კავკასიის, შუა აზიისა და ყირიმის რეგიონების მრავალი ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტების საინჟინრო-ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური დასაბუთებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო რეკომენდაციების შემუშავებაში; მისი მონაწილეობით შემუშავებულ იქნა - საქართველოს, ამიერკავკასიის (დაღესტანი, სომხეთისა და აზერბაიჯანის) ღვარცობსაშიში ტერიტორიების რუკები; ასევე, მისი მონაწილეობით შემუშავებულია 15 ნორმატიული სახის დოკუმენტი და მითითება; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალდარგობრივ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; ავტორი და თანაავტორია 130-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სამეცნიერო-ტექნიკური პუბლიკაციის საერთაშორისო და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთში; დაჯილდოებულია სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო კომიტეტის "საპატიო სიგელით" (1982); სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიპლომით, მედლით "დამსახურებისათვის ღვარცოფმცოდნეობისა და ღვარცოფებისაგან დაცვის დარგში". დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1966 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 321-323 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |