Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ხიმშიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიგაზეული, შუახევის რაიონი, აჭარის ა/რ. დაამთავრა ქ. ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1982 წელს. 1982-1988წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის №10 სამშენებლო ტრესტის შუახევის № 52 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1999-2007წწ. იყო შპს "ჰოლდერი"-ს სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი (უბნის უფროსი); 2008-2012წწ. მუშაობდა შპს "დუპლექსი"-ს სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად); 2012-2017წწ. იყო შპს "ორბი ჯგუფის", შპს "რეალპალასი"-ს, შპს "მეგა პალასი"-ს და "სბაირზ დეველოპმენტი"-ს უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი (მშენებლობის უფროსი), პროექტის მენეჯერი; 2017 წლიდან მუშაობს შპს "ბათმშენი"-სა და შპს "დარბილდინგის" სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად), პროექტის მენეჯერად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აჭარის ა/რ ტერიტორიაზე აშენებულ იქნა მთელი რიგი სამრეწველო, კულტურულ საგანმანათლებლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტები და საცხოვრებელი კომპლექსები. მთ შორის: საშუალო სკოლის შენობა და სასოფლო კლუბი შუახევის რაიონში, 22 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი კობალაძის ქუჩაზე, 10 და 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლები რუსთაველის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებზე ქ. ბათუმში და სხვა; მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 323 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |