Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაჟდენ ხიტირი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს. 1962-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს №14 სამშენებლო ტრესტის №1 სამშენებლო სამმართველოში ბრიგადირად, მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1973წწ. იმევე სამშენებლო სამმართველოში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1973-1978წწ. საქართველოს პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის სისტემაში კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1978-1981წწ. კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1981-1986წწ. საბჭოთა კავშირის რადიომრეწველობის სამინისტროს ქ. თბილისის ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკის მშენებარე ქარხნის დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1986-1988წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად, ხოლო სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ, 1988-1991წწ. იყო სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1991-1995წწ. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის, სოციალური ბაზის განვითარებისა და საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1996-2004წწ. იყო ამავე სამინისტროს მენეჯმენტის, მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური ბაზის განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2005-2012წწ. მუშაობდა შპს "სეისმომედეგობის ცენტრის" ექსპერტ-კონსულტანტად; 1991-1992წწ. აქტიურად იყო ჩართული და ხელმძღვანელობდა საქართველოს მიწისძვრით დაზიანებულ რეგიონებში საგანმანათლებლო ობიექტების გამოკვლევებისა და აღდგენა-გამაგრების სამუშაოების შესრულებას; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 324-325 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |