Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეოფილე ხმელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს. 1973-1977წწ. მუშაობდა ოზურგეთის რაიონის საგზაო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად; 1978 წლიდან უბანი რეფორმირებულ იქნა საგზაო სამმართველოდ და დაინიშნა სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1999-2009წწ. იყო ოზურგეთის რაიონის საგზაო სამმართველოს უფროსი; აღნიშნული სამმართველო მომსახურებას უწევდა 200კმ. ასფალტობეტონისა და 180კმ. ხრეშოვანი საფარის ადგილობრივი დანიშნულების გზებს; 2010 წლიდან მუშაობდა კომპანია "ნიუენერჯიში", "ოზურგეთი-ლესის" გზის რეკონსტრუქციაზე; 2011-2018წწ. შპს "გზამშენპროექტში" ზედამხედველ ინჟინრად ხიდების მშენებლობაზე, ქ. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე; 2018 წლიდან მუშაობს შპს "ლიდერ+"-ში ხიდების მშენებლობის ინჟინრად ქ. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ოზურგეთის რაიონის ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; მისი ავტოსაგზაო სფეროში მოღვაწეობის პერიოდში აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 30-მდე საავტომობილო ხიდს; აქტიურად მუშაობს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 325-326
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |