შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ გაგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი. 1959-1962წწ. მუშაობდა "თბილგაზში" დისპეჩერად; 1962-1978წწ. სამთო ტექზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტის გაზის რესპუბლიკური ინსპექცია: 1962-1968წწ. რაიონული ინჟინერი; 1968წელს-ინსპექციის უფროსის მოადგილე; 1973-1978წწ. მთავარი ინჟინერი, ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი; 1969-1980წწ. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის გაზისა და ნავთობის ტექნიკუმში; 1980-1986წწ. საქართველოს სამთო ტექზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1986- 1997წწ. საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; პირველი მოადგილე, დეპარტამენტ "საქგაზის" თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1997--1999წწ. "საქტრანსგაზმრეწვში" სს "საქგაზის" ტექნიკური დირექტორი, "საქტრანსგაზმრეწვის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; 2000 წელს სს "საქგაზის" გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციულ და ტექნიკურ საკითხებში. მიღებული აქვს არაერთი მადლობა და წახალისება. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 62 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |