Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ფორაქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა: თბილისის 25-ე საშუალო სკოლის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ჯერ ინსტრუქტორად და სექტორის გამგედ, შემდეგ კი მეცნიერების, კულტურის და სასწავლო დაწესებულებების განყოფილების გამგის მოადგილედ; საქართველოს უმაღლესი და საშუალო განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად და რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგედ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი აზრის საქალაქო ინსტიტუტის რექტორად, კოლეგიის წევრად. ზურაბ ფორაქიშვილის სამეცნიერო ინტერესები, ძირითადად, რელიგიათმცოდნეობას, კერძოდ კი, საქართველოში დუხობორების ცხოვრებას შეეხებოდა. ამავე თემას ეძღვნებოდა მისი მონოგრაფია, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში თავად ბატონ ზურაბს უნახავს აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში, და მისთვის წარუდგენიათ, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომი რელიგიური უმცირესობების შესახებ. იგი ასევე ინტერესდებოდა უსახლკარო ბავშვების პრობლემებით, რომელთა გადაჭრისთვის არაერთი სასიკეთო საქმეც გააკეთა. საქართველოს პატრიარქის უშუალო ძალისხმევით მან მცირე საწარმოც გაუხსა ასეთ ბავშვებს. ზურაბ ფორაქიშვილი აქტიურად უჭერდა მხარს სტუდენტებს, რომლებიც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, 1978 წლის აპრილში დემონსტრაციაზე გამოდიოდნენ. წყარო: გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი" : newspaper.tsu.ge; okitashvili.blogspot.com Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |