The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური იმერლიშვილი

იური იმერლიშვილი
Date of birth:28 March, 1943  (82 years)
Category:Sports Coach, Journalist, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბრილი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1976 წელს.

1960-1967წწ. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ქართულ ჭიდაობაში და სამბოში; 1965-1970წწ. სსრკ 5 გზის ჩემპიონი სტუდენტთა შორის; 1967-1971 წლები: სსრკ პირადი ჩემპიონატის მესამე პრიზიორი სამბოში (1967), სსრკ გუნდური პირველობის სპორტსაზოგადოებებს შორის მესამე ადგილი, სსრკ მოკავშირე რესპუბლიკებისა და მოსკოვის სპორტსმენების საკავშირო ტურნირი სამბოში მეორე ადგილი (1971), სსრკ სამბისტთა და ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის წევრი (1967-1968); მონაწილეობდა იაპონიის პირველი ნაკრებისა და ქართველი სპორტსმენებით დაკომპლექტებული სსრკ ძიუდოისტთა გუნდის საერთაშორისო ტურნირში (1968); ჩრდილოეთ კორეისა და სსრკ ნაკრები გუნდების საერთაშორისო ტურნირში (1967); იაპონიის პროფკავშირების და გორის სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრაში (1970); ჭიდაობა სამბოში პირველი ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირში (1967); 1975-1979წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს მთავარი მწვრთნელი ძიუდოში და ქართულ ჭიდაობაში; 1980-1987წწ. საქართველოს სპორტკომიტეტი, სახელმწიფო მწვრთნელი ძიუდოში; სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი (1987); მოამზადა და გამოსცა ქართული ჭიდაობის შეჯიბრების წესები (1995); 2010 წელს გამოსცა ჭიდაობის სასწავლო პროგრამა მოსწავლეთათვის, რომელიც მოთავსებულია გზამკვლევების კრებულში სპორტის სახეობებში (თანაავტორი); 2016 წელს გამოსცა ამჟამად მოქმედი ქართული ჭიდაობის წესები; აღადგინა და დააპატენტა ქართული ჭიდაობის და მამაკაცის საჭიდაო ჩოხა - ქართული ჭიდაობა ქალის (11-12) და მამაკაცის (2,1,22) ჩოხა, პატენტმფლობელი იური იმერლიშვილი (ავტორი), საქპატენტი, პატენტი D432 სამრეწველო ნიმუში (12.08.2009); 2014-2016წწ. მონაწილეობდა ქართული ჭიდაობისთვის მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების კომისიის მუშაობაში. სპორტულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და პოლემიკური საკითხები ქართული ჭიდაობის შემდგომი განვითარების და საერთაშორისო არენაზე გატანისათვის; ხაშურში ტრადიციულად ტარდება იური იმრლიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. 

Member of Organizations

  • თბილისის მერიის ქართული ჭიდაობის ფედერაცია, ფედერაციის გენერალური მდივანი (2020-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაცია, წევრი (2000-)
  • საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე (2021-)
  • საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი (1991-2017)

Awards and Honors

  • 1998 - საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (ძიუდო)
  • 1966 - საქართველოს სპორტის ოსტატი (ქართული ჭიდაობა)
  • 1963 - სსრკ სპორტის ოსტატი (სამბო)

Bibliography


Share: