Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ორბელიანი![]()
Biographyქეთევან გიორგის ასული ერისთავი, მეუღლე გენერალ-მაიორ ჯამბაკურიან-ორბელიანისა. ქეთევან ორბელიანი პირველი ქალია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გიორგი ერისთავის მიერ აღდგენილი ქართული თეატრის პირველ წარმოდგენებში. 1850 წლის 2 იანვარს მან "გაყრაში" შეასრულა მიკირტუმ გასპარიჩის ცოლის თათელას როლი, ხოლო 3 მაისს "დავაში" ითამაშა გამდელის ლომისეულის როლი. იგი იყო ასული გიორგი იასეს ძე ერისთავისა, "დიდ კნიაზად" წოდებულისა, შვილიშვილი გიორგი XII-ისა და მეუღლე მამუკა ორბელიანისა. მის შესახებ აკაკი წერს: "განსვენებულმა ქეთევანმა რომ თეატრი არ დაივიწყა და ის მცირე წვლილი დაუტოვა, კარგი ჰქმნა და აქაც გონივრულად მოიქცა. ადრე ისე სასირცხვილოდ მიაჩნდათ ჩვენში თეატრში სცენაზე გამოსვლა, რომ თავის მოჭრა ეგონათ. ვორონცოვის დროს რომ "გაყრა" ითამაშეს, პირველი მაგალითი კნეინა ქეთევანმა უჩვენა ყველას. ითამაშა და მით აგრძნობინა სხვებსაც, რომ აქ სასირცხვო არა არის რაო". წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.81-82
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |