The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიო კანანელი

გიო კანანელი
ოფიციალური სახელი:გიორგი კანაშვილი
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1879
გარდაცვ. თარიღი:1965  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საქობო, სიღნაღის რაიონი.

თხზავდა ეპიტაფიებს (მიცვალებულთა საფლავეზე წასაწერ ლექსებს), შემდეგ 1905 წლის რევოლუციაზე დაწერა ლექსი, რომელიც გაზეთში გამოქვეყნდა. 1912 წლიდან  ადგილობრივ და ცენტრალურ გაზეთებში აქვეყნებდა ლექსებსა და მამხილებელ კორესპონდენციებს, იყო ასევე ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელი. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან სასტიკი დევნისა და შევიწროვებისა, იგი თავისი საქმიანობის ერთგული იყო. მისი ლექსები ქვეყნდებოდა გაზეთებში: "ხმა კახეთისა", "გლეხი", "სიმართლე", "ახალი სოფელი", "წითელარმიელი", "მოჯამაგირის ხმა", "კოლექტივიზაცია". აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, 1922 წლიდან სასოფლო საბჭოს წევრი, 1923-1926 წლებში ადგილობრივი სამაზრო ბანკის თავმჯდომარე. კორესპონდენტი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.540; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : ფსევდონიმების ლექსიკონი: nplg.gov.ge

ბიბლიოგრაფია

  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1955. - 119გვ.
  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი და სახელგამის სტამბა, 1939. - 40გვ.

გააზიარე: