The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კარლა სერენა

კარლა სერენა
Legal name:კაროლინ ჰარტოგ მორგენშტაინი
Date of birth:1820
Date of death:1884  (at 64 years)
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ანტვერპენი (იმ დროს ნიდერლანდების სამეფოს ნაწილი), ბელგია.

კარლა სერენა გაიზარდა საფრანგეთში. იგი წერდა სტატიებს ბელგიური გაზეთის "Le Précurseur d’Anvers"-თვის.  მის ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა 1873 წელს ვენაში ჩატარებული კულტურისა და განათლებისადმი მიძღვნილი მსოფლიო გამოფენა, სწორედ მაშინ გადაწყვიტა კარლა სერენამ მსოფლიოს სხვადასხვა მხარე მოენახულებინა, იგი მოგზაურობდა როგორც კერძო პირი. 1874-1879 წლებში მან მოიარა შვედეთი (1874), რუსეთის იმპერია (1874, 1875-1877, 1978-1879, 1881), ოსმალეთის იმპერია (1874-1875), სპარსეთი (1877-1878), ეგვიპტე, პალესტინა, სირია, ლიბანი, საბერძნეთი და კავკასია. კავკასიაში მან თითქმის ორი წელი დაჰყო, 1881 წლებში სერენა იმყოფებოდა საქართველოში. მოინახულა აფხაზეთი, კახეთი, გურია, იმერეთი, სამეგრელო (სამეგრელოში მას ეკატერინე ჭავჭავაძემ უმასპინძლა),  სამურზაყანო. იყო კავკასიის რეგიონში რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) და მისი შედეგების თვითმხილველი. კავკასიიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა ჟურნალში "Le Tour du Monde", მათ შორის ერთი იმერეთზე და ერთიც სამეგრელოზეასევე დაიბეჭდა მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები ორ ტომად, რომლიდანაც პირველი ეთმობა კავკასიას, მეორე - სპარსეთს. 1881 წელს დაბრუნდა კავკასიაში კახეთისა და აფხაზეთის შესახებ ილუსტრირებული სტატიების მოსამზადებლად. ამ მოგზაურობის დროს შექმნა უნიკალური ფოტოსურათების სერია, რომელიც ასახავს იმდროინდელი საქართველოს გეოგრაფიასა და ეთნოგრაფიას. შინ დაბრუნების შემდეგ "Le Tour du Monde"-ში გამოაქვეყნა ორი უხვად ილუსტრირებული პუბლიკაცია კახეთისა და აფხაზეთ-სამურზაყანოს შესახებ. კარლა სერენას საქართველოში ვიზიტს 1882 წლის მარტში გამოეხმაურა გაზეთი "დროება": "ჩვენს ქვეყანაში ორჯერ მოგზაურობდა გამოჩენილი მოგზაური-ქალი კარლა სერენა. ამ მხნე ქალს, რომელიც ასე თამამად დადიოდა ჩვენი მხრისა და სპარსეთის უდაბურ ადგილებში დაუმზადებია ახლა ვრცელი აღწერა თავის კავკასიაში მოგზაურობისა და სურათებით აბეჭდინებს პარიჟში. ერთს ფრანცუზულ გაზეთში ამ კარლა სერენაზედ იწერებიან: "ამ დღეებში მოვიდა კავკასიიდამ პარიჟში დაუღალავი მოგზაური ქალი კარლა სერენა და მოიტანა თან მრავალი ფოტოგრაფიული სურათები კავკასიის ბუნებისა და ხალხებისა; ეს სურათები ჩართული იქნება იმის თხზულებაში "კავკასია", რომლის გამოცემასაც ის უკვე შეუდგა. დიდი პატივისცემით მიიღეს ეს ქალი ევროპაში: იტალიის კაროლმა იმისთვის დიდი ოქროს მენდალი ჩამოასხმევინა. ლონდონის გეოგრაფიულ საზოგადოებამ სთხოვა იმას წაიკითხოს საზოგადო ლექცია თავის მოგზაურობიდამ. იმის ორი საინტერესო თხზულება, "ერთი ბალტიის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე" და მეორე "ევროპელი ქალი სპარსეთში" იტალიურ ენაზე გადათარგმნეს". კარლა სერენას შემდგომი წლების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. ის არჩეული იყო საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის გეოგრაფიული საზოგადოებების წევრად, 1882 წელს კი იტალიის მეფისგან მიიღო ოქროს მედალი. მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები და გეოგრაფიული დაკვირვებები გადმოცემულია ილუსტრირებულ სტატიებსა და წიგნებში, მან  სიცოცხლის ბოლო წლებში კიდევ გამოაქვეყნა  რამდენიმე გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ნაშრომი. გარდაიცვალა საბერძნეთში 1884 წლის აგვისტოში. სიკვდილის მიზეზი, ასევე დაკრძალვის ადგილი უცნობია. ბელგიელი მწერალი და მოგზაური.

წყარო: ჟურნალი "ქართველოლოგი": kartvelologi.tsu.geქართულენოვანი ახალი ამბების ვებ გვერდი: netgazeti.ge; ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეტნოლოგიის ინსტიტუტი: institutehist.ucoz.net

Bibliography


Share: