The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დომენტი ოყრეშიძე

დომენტი ოყრეშიძე
Other name:თომაშვილი  (Pseudonym)
Date of birth:7 August, 1876
Date of death:25 March, 1952  (at 75 years)
Burial location:მწვანე ყვავილას სასაფლაო, ქუთაისი
Category:Writer, Educator, Poet, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოლევი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და ხონის სამასწავლებლო სემინარია.

პირველი წერილი 1896 წელს ჟურნალ "კვალში" გამოაქვეყნა, პირველი ლექსი - ჟურნალ "ჯეჯილში" ამავე წელს. 1898 წლიდან სახალხო მასწავლებლად მუშაობდა სამეგრელოსა და ქვემო იმერეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში, ხოლო 1911 წლიდან ენისა და ლიტერეტურის მასწავლებლად ქართულ გიმნაზიაში. 1912 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში. მეფის მოხელეების დევნის მიუხედავად ქართული გიმნაზიის მასწავლებლები დაუღალავად იღწვოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობაში ღრმად დაენერგათ ეპოქის მოწინავე იდეები, მშობლიური ენისა და კულტურისადმი სიყვარული. თანამშრომლობდა გაზეთებში: "ივერია", "ახალი დროება", "სახალხო გაზეთი", "ისარი", "ამირანი" და სხვ. თავის ლექსებში, რომლებზეც დიდი გავლენა მოახდინა აკაკი წერეთლის პოეზიამ, მან გამოხატა საერთო სახალხო მისწრაფება თვითმპყრობელობის უღლიდან განთავისუფლებისაკენ, მებრძოლი განწყობილება, ქედუხრელობა, მომავლის რწმენა ("სიმღერა", 1901; "მოლოდინში", გამარჯვება", 1905; "მეგობარს", 1906; "გაზაფხულდა?!", 1910; "ასე ერთხმად", 1915 და სხვ.). მისი პოეზია ეხმაურებოდა ახალი საქართველოს ცხოვრებას, დიდ სამამულო ომს, მშვიდობიან მშენებლობას ("სიმღერა", 1929; "სამშობლოსადმი", 1937; "ქართველ მეომრებს", "წერილი ბრძოლის ველიდან", 1962 და სხვ.). ავტორია საბავშვო პოემებისა "შავი ცხვარი" და "ბერიკა ლევისარაშვილი" (1950-1951).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.619

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)

Awards and Honors

  • 1939 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: