The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გედენიძე

ზურაბ გედენიძე
დაბადების თარიღი:1943
გარდაცვ. თარიღი:2015  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხომული, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ავტოტექნიკური ტექნიკუმი 1961 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს.

1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1969-1974წწ. ასისტენტად, 1976-1992წწ. დოცენტად, 1992 წლიდან პროფესორად; 1990-1999წწ. სტუ-ს ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის გამგედ; 2007-2015წწ. სამშენებლო ფაკულტეტის დეკანად. მონაწილეობდა მრავალი ჰესის პროექტირებაში, მათ შორის იყო მდინარე მოდულისწყალზე და ტბეთზე ჰესების პროექტის ხელძღვანელი, ბახვი ჰესის პროექტის მთავარი ინჟინერი, ხადორი ჰესის პროექტის მთავარი ინჟინერი. ვარციხე ჰესის, ლაჯანურ ჰესის, ჟინვალის ჰესის, წყალგამყოფი ჰიდროკვანძების რეაბილიტაციის წამყვანი სპეციალისტი, დურიფშის და აჟარის ჰესების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტის მთავარი ინჟინერი, რუსთავის ჰესის პროექტის ჰიდროტექნიკური ნაწილის ავტორი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2007 წელს 3-ჯერ გაიმარჯვა რუსთაველის ფონდის კონკურსში. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1974). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 65

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი

გააზიარე: