Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაულ ხუჭუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1965 წელს. 1965-1967წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველო "გაზმშენი"-ს მშენებელ ოსტატად; 1967-1969წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის ლენტეხის სამშენებლო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1977წწ. იყო ამავე სამინისტროს №25 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1977-1980წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენი"-ს №134 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად; 1980-2006წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის №25 მოძრავ-მექანიზებულ კოლონის უფროსად; 2006 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია (შპს) "ბიზნეს კომფორტი"-ს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად კოპიტნარის საავიაციო ბიზის მშენებლობაზე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით საქართველოს რეგიონებში აშენებულ იქნა სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტები; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და სამშენებლო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 327-328 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |