შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაულ ხუჭუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1965 წელს. 1965-1967წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველო "გაზმშენი"-ს მშენებელ ოსტატად; 1967-1969წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის ლენტეხის სამშენებლო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1977წწ. იყო ამავე სამინისტროს №25 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1977-1980წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენი"-ს №134 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად; 1980-2006წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის №25 მოძრავ-მექანიზებულ კოლონის უფროსად; 2006 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია (შპს) "ბიზნეს კომფორტი"-ს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად კოპიტნარის საავიაციო ბიზის მშენებლობაზე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით საქართველოს რეგიონებში აშენებულ იქნა სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტები; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და სამშენებლო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 327-328 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |