The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ჯავახაძე

გურამ ჯავახაძე
Date of birth:1 July, 1953  (71 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-

-მშენებლის კვალიფიკაცია 1975 წელს.

1975-1985წწ. მუშაობდა საქართველოს საშენ მასალათა სამინისტროს სამეცნიერო ტექნიკურ გაერთიანება "საქსაშენმასალებ"-ში ინჟინრად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1975-1979წწ. სწავლობდა ამავე გაერთიანების დაუსწრებელ ასპირანტურაში "სამშენებლო კონსტრუქციები"-ს განხრით; 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1985-1992წწ. მუშაობდა ქ. თბილისის და რესპუბლიკური დონის სამეურნეო მართვის სტრუქტურებში საპასუხისმგებლო და ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1992 წლიდან არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, ვიცე-პრეზიდენტი; დაარსებიდან, 1994 წლიდან არის სააქციო საზოგადოება კომპანია "მედინსერვი"-ს გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1997-2000წწ. იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტის დოქტორანტი - "სოციალური და ეკონომიკური სისტემების მართვის" სპეციალობით; 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 2003 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორია. მის სამეცნიერო ინტერესთა სფეროს წარმოადგენს - "აქტიური სისტემების თეორია", ბიზნეს-პროგრამების მართვის მოდელები და მეთოდები; არის 15 მონოგრაფიის (მ. შ. გამოცემული რუსეთის ფედერაციაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში), 5 სახელმძღვანელოს, 2 გამოგონების, სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული 80-მდე სამეცნიერო-ტექნიკური სტატიის ავტორი; მონაწილეა არაერთი საერთაშორისო და რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციისა და სიმპოზიუმის; არის რიგი გამოცემების რედკოლეგიის წევრი; ერთ-ერთი ინიციატორია 2005 წლიდან საქართველოში გამართული საერთაშორისო კონფერენციებისა "მეცნიერება და რელიგია", 2008 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ "თანადგომის დღედ" 1 ივლისის დაწესებისა; დაარსებიდან, 2017 წლიდან არის საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს მომავლისათვის" გამგეობის თავმჯდომარე; დაჯილდოვებულია სრულიად საქართველოს საპატრიარქოს და ცალკეული ეპარქიების საპატიო სიგელებით, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის საპატიო დიპლომით, "ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი"-ს დიდი სისტემების მართვის ექსპერტის დიპლომით (შეყვანილია ამავე ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ექსპერტების საერთაშორისო ცნობარში).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 330-331; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები 1992-2006 / შემდგ. და რედ. ირინა ჯაფარიძე.-თბ.,2012.- გვ.260-261

Member of Organizations

  • ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია (გაეროს გენერალური კონსულტანტი), ნამდვილი წევრი
  • რუსეთის ფედერაციის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი წევრი
  • რუსეთის ფედერაციის საინჟინრო აკადემია, უცხოელი წევრი
  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 2022 - საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ოქროს მედალი "საინჟინრო დიდება"
    საინჟინრო საქმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
  • 2020 - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სპეციალური სიგელი
    ეკლესიათა აღმშენებლობისა და მრავალი ქველი საქმის განხორციელებისთვის
  • 2014 - მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედალი
    მეცნიერებაში მიღწეული წარმატებებისთვის
  • 2002 - ღირსების ორდენი
    მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით

Bibliography


Share: