The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათელა ჯავახიშვილი

ნათელა ჯავახიშვილი
Date of birth:21 May, 1948  (76 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1971 წელს.

1971 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) საინჟინრო გრაფიკის კათედრაზე; აღნიშნულ კათედრაზე მუშაობდა ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ უფროს მასწავლებლად; 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; გადაყვანილ იქნა კათედრის პედაგოგ-დოცენტად; შემდეგ პერიოდში დაამთავრა დოქტორანტურა და არჩეულ იქნა ასოცირებულ პროფესორად; არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; არის 61-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის - მონოგრაფიის, მეთოდური მითითებების, სახელმძრვანელოს და სხვადასხვა ბეჭდვით გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიების; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 332-333

Bibliography


Share: