The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედუარდ გერსამია

ედუარდ გერსამია
Date of birth:1936
Date of death:2020  (at 84 years)
Category:Engineer, Scientist, Athlete

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1962წწ. მუშაობდა თბილისის ჰიდრომეტალხელსაწყოების ქარხანაში; 1962 წლიდან  მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამენიერო კვლევით ინსტიტუტშია (მეტსი), 1969 წელს დაინიშნა ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიეო ნაწილში, ხოლო 1976 წელს დირექტორის პირველ მოადგილედ; სსრკ ელექტრომექანიკური მრეწველობის სამინისტროს მიერ სხვადასხვა დროს დანიშნული იყო საკავშირო მნიშვნელობის პრობლემების მოგვარების მთავარ კონსტრუქტორად და მთავარ ტექნოლოგად. იყო საერთაშორისო ორგანიზაცია "ინტერელექტროსთან" არსებული მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების გაერთიანებული საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორის მოადგილე; 1978 წლიდან შეთავსებით ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1999 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის ელექტრომექანიკის კათედრას. 1991 წელს დაამთავრა ბერლინის მენეჯმენტისა და მარკეტინგის შემსწავლელი კურსები. არის 150-დე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 50-დე გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1989).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.70; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.172

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკისა და საინჟინრო აკადემიები, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი (ჭაფრაკში)
  • საქართველოს დამსახურებული ტექნოლოგი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: