შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან გვაზავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადფგილი: აბაშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1960 წელს. 1961-2005წწ. მუშაობდა ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის თბილისის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში: 1961-1994წწ. ინჟინრად, ჯგუფურ ინჟინრად. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით საქართველოს და აზერბაიჯანის ჰესების 150 და 300 მგვტ აგრეგატების ტურბოსაძირკვლებზე შესრულდა ფართომასტაბიანი ნატურული გამოკვლევები; 1994-2005წწ. ინსტიტუტის ნაგებობათა დინამიკის განყოფილების გამგე. დაჯილდოებული იყო "სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის წარჩინებული მუშაკის " სამკერდე ნიშანით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1972). გამოქვეყნებული ჰქონდა 70 სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის სტატია. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.71-72 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |