The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესარიონ კალანდაძე

Other name:ბარბალესძე  (Pseudonym)
Date of birth:18??
Date of death:September, 1904
Category:Politician, Journalist

Biography

დაიბადა გურიაში დაახლოებით 1880-იან წლებში, რევოლუციური სულით გაჟღენთილი მუშა-მჭედლის ოჯახში. სოფლის სკოლისა და ოზურგეთის ქალთა სასწავლებლის დაწვის შემდეგ, შეუერთდა "მესამე დასს". ცხოვრობდა სხვისი პასპორტით, გამოდიოდა სამხედრო ბეგარის წინააღმდეგ და ოდესის ქართველ მუშებში რევოლუციურ პროპაგანდას აწარმოებდა. ბარბალესძეს ფსევდონიმით გაზეთ "კვალში" ოდესის ქართველი მუშების შესახებ აქვეყნებდა წერილებს. 1897 წელს, როდესაც გაზეთი "კვალი" "მესამე დასს" გადაეცა, ბესარიონ კალანდაძე რედაქციის მუდმივი თანამშრომელი გახდა და ი. გ. წერეთელთან ერთად ამ გამოცემას ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, დაახლოებით 1899-1904 წლებში, არალეგალურ რევოლუციურ და პარტიულ წრეებშიც აქტიურად მუშაობდა. 1904 წელს, უკვე სერიოზულად დავადებული ბესარიონ კალანდაძე ჟანდარმერიამ შეიპყრო, ციხეში იგი უფრო დასნეულდა, რის გამოც გაათავისუფლეს კიდეც. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.502


Share: