შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თევდორე კალანდაძე![]()
ბიოგრაფია1917-1922 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი, საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის და ცენტრალური კომიტეტის წევრი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონაწილეობდა ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების პირველ ყრილობაში. 1924 წლის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნად და იყო საქართელოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრი, როგორც აქტიური ტროცკისტი და ოპოზიციური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გარიცხულ იქნა პარტიიდან, ამავე მიზეზით 1928 წელს გასახლებულ იქნა საქართველოს საზღვრებს გარეთ და 1931 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა გადასახლებაში. შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1935 წლის 9 მარტის და 1936 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებებით გასამართლებულ იქნა კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის. მიესაჯა გადაასახლება ქ. მაგადანში, სადაც გარდაიცვალა 1937 წელს. კომისართა საბჭოს საარბიტრაჟო კომისიის თავმჯდომარე. წყარო: სტალინური სიები საქართველოდან ge.openlist ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |