Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაშა გადილია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემთწამყვანი ფაკულტეტი სპეციალობით - "გემთწამყვანობა საზღვაო გზებზე" 2005 წელს და დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიურ ხარისხთან ერთად ინჟინერ-გემთწამყვანის კვალიფიკაცია მიენიჭა. ზღვაში შრომითი საქმიანობა 2008 წელს, ცნობილი გერმანული სანაოსნო კომპანია «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის ტანკერ «ASTRA»-ს შტურმანად, კაპიტნის მესამე თანაშემწედ დაიწყო; 2010-2012 წლებში უკვე კაპიტნის მეორე თანაშემწის პოზიციაზე ცურავდა კვლავ გერმანული სანაოსნო კომპანია «SEARLAND SHIPMANAGEMENT»-ის გემებზე: «ELBTANK DENMARK»-სა და «AMY»-ზე, 2012 წელს კი ამავე კომპანიაში იგი კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახდა; 2012-2017 წლებში უფროს შტურმანად ცურავდა კომპანიების: «SEARLAND SHIPMANAGEMENT»-ისა და LOTUS «SHIPMANAGEMENT»-ის ტანკერებზე: «CALIOPE»-სა და «DILESI»-ზე; 2017 წელს ლ. გადილია შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცეს; 2018 წლიდან მეთაურობს მსოფლიოს ცნობილი საზღვაო-სანაოსნო კომპანიების: «LOTUS SHIPMANAGEMENT»-ის, «MTM SHIPPING»-ისა და «EASTERN PACIFIC SHIPPING»-ის გემებს. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |