The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე კალანდაძე

პავლე კალანდაძე
სხვა სახელი:ხიდისთაველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 1915  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

1900-იანი წლებიდან მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში, 1901 წლის 22 მარტს დააპატიმრა ჟანდარმერიამ საპირველმაისო დღესასწაულის აღნიშვნის ორგანიზებასთან დაკავშირებით. 1908 წელს პავლე კალანდაძემ ლადო დარჩიაშვილთან ერთად გამოსცა ყოველკვირეული ჟურნალი "ახალი კვალი", თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებთან: "მოგზაური", "ჩვენი კვალი", "შადევანი" და სხვ. 1909 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ცხოვრობდა საზღვარგარეთ. წერდა მოთხრობებს, მისი ერთ-ერთი მოთხრობა "წითელი საღამო" ითარგმნა ფრანგულად. პოლიტიკური საქმიანობის გამო რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.520


გააზიარე: