The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად ბოლქვაძე

ზვიად ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1966
გარდაცვ. თარიღი:22 ივნისი, 1998  (32 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა ხულოს სასაფლაო
კატეგორია:ვეტერინარი, მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხულო.

დამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი; თბილისის ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი ვეტერინარის სპეციალობით 1990 წელს.

1980 წელს, უმცროსი ასაკის სპორტსმენთა შორის, კლასიკურ ჭიდაობაში, საქართველოს მოსწავლეთა პირველობაზე დაიკავა პირველი ადგილი; 1982 წელს მიღებული აქვს საქართველოს ალკკ ხულოს რაიკომის ჯილდო, ფიზიკურ კულტურაში და სპორტში მიღწეული მაღალი შედეგებისთის; 1982 წელს, ქ. ბათუმში გამართულ მოსწავლეთა 34-ე საოლქო სპარტაკიადაზე კლასიკურ ჭიდაობაში დაიკავა პირველი ადგილი; 1982 წელს, რაიონულ საოლქო და რესპუბლიკურ პირველობებში, კლასიკურ ჭიდაობაში, მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდა ხულოს რაიონის განათლების განყოფილებისგან; 1983 წელს, ხულოს სპორტული სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის და მაღალი სპორტული შედეგებისთვის დაჯილდოვდა ხულოს რაიონის ბავშთა და მოზარდთა სპორტული სკოლის მიერ; 1983 წელს, ხულოს რაიონულ 35-ე მოსწავლეთა სპარტაკიადაზე კლასიკურ ჭიდაობაში დაიკავა პირველი ადგილი; 1983 წელს, ქალაქ კიშინიოვში ჩატარებულ საკავშირო შეჯიბრზე დაიკავა პირველი ადგილი და შეყვანილ იქნა სსრ კავშირის სოფლის სპორტსმენთა ნაკრები გუნდის წევრად; 1983 წელს თბილისში ჩატარებულ ჩემპიონატში, უფროსი ასაკის მოჭიდავეთა შორის, დაიკავა მეორე ადგილი და შეასრულა სსრ კავშირის სპორტის ოსტატობის კანდიდატის ნორმატივები; საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ 1983-1985 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონის ბავშვთა სპორტულ სკოლაში, კლასიკური ჭიდაობის მეთოდისტ-მწვრთნელ-მასწავლებლად; 1990-1994 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონთაშორისო ვეტერინარულ ლაბორატორიაში ბაქტერიოლოგ-ლაბორანტად; 1994 წლიდან აღნიშნულ ლაბორატორიაში დაინიშნა ვეტ-ექიმად; 1990-1995 წლებში კვლავ დაუბრუნდა ხულოს რაიონის ბავშვთა სპორტულ სკოლას, სადაც იყო მწვრთნელი კლასიკურ ჭიდაობაში. 1993 წელს შეთავსებით, ხელშეკრულებით მუშაობდა ბათუმის საბაჟო განყოფილებაში; 1995-1998 წლებში ქალაქ ბათუმის ცხოველთა დაავადების წინააღმდეგ მებრძოლ სადგურში, ლაბორატორიაში ვეტ-ექიმად.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - სსრკ სპორტის ოსტატი

გააზიარე: