შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ჯაოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1979 წელს; ქ. ვიბორგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1983 წელს 1980-1983წწ. მუშაობდა ქ. ვიბორგის სამთო გადამამუშავებელ კომბინატში კარიერის უფროსად; 1983-1984წწ. ქ. თბილისში №1 რკინაბეტონის ქარხანაში საამქროს უფროსად; 1984-1990წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისრტროს საწარმოო გაერთიანება "საქმონოლითმშენის" სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებელი; 1990-1994წწ. იყო სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1994-1999წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვის სამშენებლო კომპანიის სამშენებლო სამმართველო №175 მთავარ ინჟინრად; 2000-2007წწ. იყო ქ. მოსკოვის დეველოპერული კომპანია "არქტურსტროის" მთავარი ინჟინერი; 2007-2009წწ. იყო დეველოპერული კომპანია "მსტარის" წარმომადგენლობის უფროსი მაროკოში; 2010-2018წწ. მუშაობდა ქ. თბილისში სამშენებლო კომპანია "როიალ ბილდინგ ჯორჯიას" მთავარ ინჟინრად; 2019 წლიდან არის შპს №1 სამშენებლო კომპანიის მთავარი ინჟინერი; მონაწილეობდა საქართველოში მონოლითური კარკასის კონსტრუქციების დანერგვაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 337-338
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |