The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ჯაფარაშვილი

თამაზ ჯაფარაშვილი
Date of birth:5 July, 1936  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1959 წელს.

1960-1963წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" სამოქალაქო ნაგებობათა პროექტების განყოფილებაში ინჟინერ კონსტრუქტორად; 1964 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს სამინისტრო საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს №7 სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლად; 1965 წელს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს ბაზაზე ჩამოყალიბდა სამშენებლო ტრესტი "მაღლივმშენი" და ის გადაიყვანეს ამ ტრესტის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად. აღნიშნული ტრესტის სისტემაში მუშაობდა 1970 წლამდე; 1970-1995წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენი"-ს სისტემაში ჯერ უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1981 წელს დაინიშნა სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1996-2004წწ. მუშაობდა საქართველოს რკინიგზის სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებულ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "გზამშენი"-ს ქ. ხაშურის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ქ. თბილისის საბურთალოსა და დიდუბის რაიონებში, მონაწილეობდა სასტუმრო "ივერიის" მშენებლობაში; მისი ხელმძღვანელობით შესრულებულ იქნა ნაპირსამაგრი სამუშაოები საქართველოს რკინიგზის შავიზღვისპირა მონაკვეთზე, ასევე ლისის ტბის საბაგირო გზის მშენებლობა; მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სამთავრობო და საუწყებო ჯილდოები, ასევე საპატიო სიგელები და წოდებები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 338-339


Share: