შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგა ჯიბუტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის გ. თოიძის სახელობის №11 სამხატვრო პროფტექნიკური სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ინტერიერის ფაკულტეტი, დეკორატიული ხელოვნების დიზაინისა და არქიტექტურის სპეციალობით და მიენიჭა დიზაინ-არქიტექტორის კვალიფიკაცია 1976 წელს. 1976-2012წწ. მუშაობდა ქ. თბილისის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტი"-ს V არქიტექტურულ სახელოსნოში ჯერ არქიტექტორის თანამდებობაზე, 1986 წლიდან უფროს არქიტექტორად, 1988 წლიდან კი წამყვან არქიტექტორად; 1995 წლიდან გადაყვანილ იქნა იმავე საპროექტო ინსტიტუტის მობილური არქიტექტურული სტუდიის პროექტის მთავარ არქიტექტორად; 2001 წელს დაინიშნა შპს "თბილქალაქპროექტი"-ს შემოქმედებითი სტუდია № 14-ის ხელმძღვანელად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ქ. თბილისის სხვადასხვა რაიონებში აშენებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი სახლი, საშუალო სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობა, ასევე დასასვენებელი და სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი 500 ადგილზე გულრიფშის რაიონის სოფ. ვარჩეში (1988); ავტორია არაერთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის, ასევე ქ. თბილისის "თემქ"-ის დასახლების IV მიკრორაიონში აშენებული, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის. მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 339-340
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |